Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო იოვეტიჩის ტრანსფერით ინტერესდება

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ლაციო ფიორენტინას, მან. სიტის, ინტერის და სევილიას ყოფილი შემტევის სტევან იოვეტიჩის ტრანსფერით ინტერესდება.

31 წლის ფეხბურთელს მონაკოსთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ლაციალეს მისი დამატება სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება.

გუნდში მაურიციო სარის მისვლის შემდეგ, ბიანკოჩელესტი Sarriball-ისთვის შესაბამის ფეხბურთელებს ეძებს და იოვეტიჩი იტალიელი სპეციალისტის 4-3-3 იდეალურად მოერგება.

62 წლის სპეციალისტი იოვეტიჩის გაფორმებას ჯერ კიდევ ნაპოლიში მუშაობის პერიოდში ცდილობდა და როგორც ჩანს, სურვილის ასრულებას ის ლაციოში მოახერხებს. სარის და იოვეტიჩს ერთი აგენტი ჰყავთ, მათ ინტერესებს ფალი რამადანი იცავს, რაც მოლაპარაკებებს უფრო ამარტივებს.