Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო იუვენტუსის კიპერის დამატებას განიხილავს

ლაციოს კარის დარაჯებს პეპე რეინას და ტომას სტრაკოშას გუნდთან კონტრაქტები სეზონის ბოლოს ეწურებათ და არწივებმა ახალი კიპერის ძებნა უკვე დაიწყო.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ბიანკოჩელესტის ერთ-ერთი მთავარი იუვენტუსის იტალიელი მეკარე მატია პერინი გახლავთ.

29 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტ იხდება და მას ბიანკონერის რიგებში მეორე კიპერის ამპლუა არ აკმაყოფილებს, ამიტომ ის ტურინელებთან ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს და ლაციოს მისი დამატება სრულიად უფასოდ შეეძლება.