Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო კალეხონის გაფორმებას განიხილავს

იტალიური მედიის ინფორამციით, ხოსე ლუის კალეხონი შესაძლოა მაურიციო სარის ლაციოში გადაბარგდეს.

34 წლის ფეხბურთელი, რომელიც სარის ნაპოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი იყო, ფიორენტინას 2020 წლის ოქტომბერში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მაგრამ იების რიგებში მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა და 22 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

Tuttomercato-ს ცნობით, ესპანელ ფეხბურთელს ფიორენტინასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს, თუმცა პირველ რიგში ლაციოსგან მწვანე შუქს ელოდება, რომ სარი მისი ტრანსფერით მართლაც დაინტერესებულია.