Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაციო კიდევ ერთ ფეხბურთელს კარგავს?

უკვე რამდენიმე კვირაა, ლაციო ფენერბაჰჩეს ფორვარდის, ვედატ მურიქის ტრანსფერზე მუშაობს და ერთი შეხედვით ყველაფერი მოგვარებული იყო, თუმცა დღეები გადის და დავიდ სილვას ანალოგიურად, ოფიციალურად არაფერი არ ხდება.

Corriere dello Sport, Sky Sport Italia და სხვა სპორტული გამოცემები ამტკიცებენ, რომ თურქულმა გუნდმა მოთხოვნილი 18 მილიონი გაზარდა და ახლა ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონის მიღება სურს.

ამას ისიც ემატება, რომ მურიქის მსურველები კიდევ უფრო გაიზარდა და მისი შეძენა ინტერს და ფიორენტინასაც სურთ, რომლებიც გუნდთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და თუ ლოტიტო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არ დაიწყებს, დავიდ სილვას შემდეგ არწივები კიდევ ერთ ფეხბურთელს დაკარგავენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.