ლაციო კუმბულას ტრანსფერში დაწინაურდა

იტალიური მედიის მტკიცებით,ბოლო დღეებია კუმბულას გაფორმების მთავარი კანდიდატი ლაციო გახდა.გავრცელებული ინფორმაციით,ინტერს ახალგაზრდაუკანახაზელის გაფორმება იუვენტუსს,ლაციოს და ინტერს სურთ.

ინტერი ლაუტარო მარტინესის გაყიდვას ელოდება და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძენს ვერონას მცველს,თუმცა იქიდან გამომდინარე,რომ კატალონიელებს არგენტინელი ფორვარდის გამოსასყიდი თანხის გადახდა უჭირთ,ტრანსფერში რომის ლაციო დაწინაურდა.

იუვენტუსი შორიდან აკვირდება სიტუაციას,თუმცა ჯერჯერობით არტური-პიანიჩის გაცვლაზეა კონცენტრირებული და კონკრეტული ნაბიჯები არ დაგაუდგია.

დი მარციოს მტკიცებით,გუნდები შეთანხმებასთან უკვე ახლოს არიან და ვერონამ კუმბულას შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო და ერთ-ერთ ალტერნატივას რომაში მიაგნო,მერტ ჩეტინის სახით.

Leave a Reply

Your email address will not be published.