Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო ლუის ფელიპესთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ლაციო 24 წლის ბრაზილიელ უკანახაზელთან ლუის ფელიპესთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს და იმედი აქვს, რომ მასთან შეთანხმებას უახლოეს დღეებში მიაღწევს.

ფელიპეს მიმდინარე კონტრაქტი არწივებთან 2022 წლის ზაფხულში იწურება, მაურიციო სარი კი მას ძირითადის წევრად მოიაზრებს, ამიტომ Corriere di Roma-ს ინფორამციით, ლაციალე მზად არის მას ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივოს.