Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო ლუის ფელიპეს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაციოს 24 წლის მცველთან ლუის ფელიპესთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და მას გუნდში დარჩენას კიდევ 5 წლით სთავაზობს.

ბრაზილიელ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და Tuttomercato-ს ცნობით, ლაციო მზად არის მას ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივოს, მისი წლიური გასამრჯელო კი სეზონში 650,000 ევროდან 3 მილიონამდე გაზარდოს.

ფელიპეს უფასოდ დამატების სურვილი ანტონიო კონტეს ტოტენჰემმა და სიმონე ინძაგის ინტერმა გამოთქვეს, ამიტომ ფეხბურთელს არჩევანის გაკეთება თავად მოუწევს.