Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო მარუსიჩს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაციოს ადამ მარუსიჩის შენარჩუნება სურს და ბიანკოჩელესტიმ ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო.

28 წლის უკანახაზელი სიმონე ინძაგის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახლავთ და ლაციოს მისი დაკარგვა არ სურს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ჩატარებულ 38 მატჩში 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

მარუსიჩის მიმდინარე კონტრაქტი 2022 წელს იწურება, რომლის მიხედვითაც ის 800,000 ევროს იღებს და ახალ ხელშეკრულებაში ფეხბურთელის ხელფასი აუცილებლად გაიზრდება.