Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაციო მილინკოვიჩის შემცვლელს ეძებს?

დედაქალაქური გუნდი სატრანსფერო ბაზარს სწავლობს და მილინკოვიჩ-სავიჩის პოტენციურ შემცვლელებს ეძებს.

გუნდის სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ დაადასტურა,რომ შესაბამისი წინადადების შემთხვევაში გუნდი სერბი ნახევარმცველის ტრანსფერს აუცილებლად განიხილავს.

ლაციო მილინკოვიჩ-სავიჩის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს,რისი დაკმაყოფილებაც საკმაოდ რთული წარმოსადგენია,რადგან კორონავირუსის პანდემიის ფონზე მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი სუფევს,თუმცა გავრცელებული ინფორმაციით მანჩესტერ იუნაიტედმა ნახევარმცველის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა,რაზეც უარი მიიღო და ინგლისური გუნდი დანებებას არ აპირებს.