Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო მურიქის გაყიდვას ვერ ახერხებს

ლაციო მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს, თუმცა პირველ რიგში არწივებმა გუნდიდან კოსოვოელი ფორვარდი ვედატ მურიქი უნდა გაუშვან, ამის გაკეთებას კი ვერ ახერხებენ.

მურიქიმ, რომელიც ლაციოს რიგებს 2020 წლის სექტემბერში ფენერბაჰჩედან 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, ლაციოს რიგებში საერთო ჯამში 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა.

არწივები იმედოვნებენ, რომ მის სანაცვლოდ 10 მილიონს მაინც გამოიმუშავებენ, თუმცა ამ მომენტისთვის მისი გაფორმებით მხოლოდ ლიდს იუნაიტედი და ჰალ სიტი ინტერესდებიან, რომლებსაც კოსოვოელის იჯარით აყვანა სურთ, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულების გარეშე…