Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო ნაპოლის კიპერით ინტერესდება

ლაციო ახალი კიპერის ძიებაშია და არწივებს რამდენიმე პრიორიტეტული სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავთ.

ბიანკოჩელესტის კარის დარაჯებს პეპე რეინას და ტომას სტრაკოშას მიმდინარე ხელშეკრულებები გუნდთან სეზონის ბოლოს ეწურებათ და თუ ვეტერანი რეინა გუნდს დიდი ალბათობით დატოვებს, ლაციო სტარკოშასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობას განაგრძობს, თუმცა მხარეები ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.

ლაციოს ბოლო პერიოდში ჩელსის მეკარე კეპა არიზაბალაგა არაერთხელ დაუკავშირეს, მაგრამ ლონდონელები სათადარიგო კიპერის დაკარგვას იანვარში არ აპირებენ და არწივები მისი ალტერნატივების ძიებას შეუდგა.

Calciomercato-ს ცნობით, ლაციო ნაპოლი 24 წლის ნაპოლის იტალიელი ფეხბურთელის ალექს მერეტის ტრანსფერით ინტერესდება, რომელმაც მიმდინარე სეზონში სერია ა-ში მოედანზე მხოლოდ 180 წუთი გაატარა და დროის ნაკლებობის გამო, ის გუნდიდან წასვლის წინააღმდეგი არ არის…