Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო რეგილონის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ლაციოსა და ტოტენჰემს შორის სერხიო რეგილონის ტრანსფერის თაობაზე აქტიური მოლაპარაკებები გრძელდება.

მაურიციო სარის მოთხოვნით, არწივები მარცხენა მცველის გაფორმებას ცდილობენ და მათი პრიორიტეტი ჩელსის ემერსონ პალმიერი გახლდათ, მაგრამ იტალო-ბრაზილიელი კარიერას ვესტ ჰემში გააგრძელებს, ბიანკოჩელესტიმ კი მის ალტერნატივას სწორედ ტოტენჰემში მიაგნო.

წყაროს ცნობით, ლაციო რეგილონის იჯარით აყვანას ცდილობს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით და იმედი აქვს, რომ ხელფასის ნახევარს არენდის პერიოდში ლონდონური გუნდი დაფარავს…