Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო რიბერის დამატებას განიხილავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერის კოლაფსის შემთხვევაში, ლაციო ლეგენდარული ვეტერანი ფეხბურთელის ფრანკ რიბერის დამატებას შეეცდება.

38 წლის ფეხბურთელი, რომელმაც გასული 2 სეზონი ფიორენტინას რიგებში გაატარა, ახლა თავისუფალი აგენტი გახლავთ და ახალი გუნდის ძიებაშია, ამიტომ ლაციალეს მისი გაფორმება სრულიად უფასოდ შეეძლება.

რიბერის უფასოდ დამატება ლაციოს საშუალებას მისცემს, რომ დაზოგილი თანხა ვერონას ნახევარმცველის მატია ძაკანის ტრანსფერზე მიმართოს, რომელიც კოსტიჩის პრიორიტეტულ ალტერნატივად მოიაზრება.