Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო რომანიოლის ტრანსფერს განიხილავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაციოს პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო მილანის ცენტრალური მცველის ალესიო რომანიოლის გაფორმებას განიხილავს.

რომანიოლი რომას აკადემიის აღზრდილია, თუმცა მილანის კაპიტანი არასოდეს მალავდა, რომ ის ბავშვობიდან ლაციოს ქომაგი იყო. მისი მიმდინარე კონტრაქტი მილანთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და როგორც სპორტული, ასევე ფინანსური განსხვავებების გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხარეებმა ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება მოახერხონ.

Il Messaggero-ს მტკიცებით, მილანი მზად არის 26 წლის მცველი 20 მილიონად გაყიდოს, მაურიციო სარის კი რომანიოლის თავის გუნდში ხილვა სურს და ბიანკოჩელესტი მის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს.