Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო სავიჩის გაყიდვას არ აპირებს

სიმონე ინძაგის ლაციოდან წასვლის შემდეგ ბევრი იწერებოდა, რომ ბიანკოჩელესტის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სერგეი მილინკოვიჩ სავიჩიც დატოვებდა, თუმცა ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, კლაუდიო ლოტიტო 26 წლის სერბი ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს და მეტიც, ის მაურიციო სარის გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი წევრი იქნება.

მაურიციო სარის სქემაში სავიჩს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ბევრად უფრო მეტი სამუშაოს შესრულება მოუწევს, რაც მისი კარიერისთვის ახალი გამოწვევა იქნება.

იუვენტუსში ალეგრის მისვლის შემდეგ, სავიჩის სახელი ტურინელებს არაერთხელ დაუკავშირეს, მაგრამ როგორც ჩანს ბიანკონერი სერბ ფეხბურთელს ვერც ამჯერად გაიფორმებს.