Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო სამპდორიას ტალანტით ინტერესდება

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ლაციო სამპდორიას ახალგარდა ტალანტის მიკელ დამსგორის ტრანსფერით ინტერესდება.

Tuttomercato-ს ცნობით, არწივები 21 წლის დანიელი ფეხბურთელის გაფორმებას იანვარში შეეცდებიან და მის აგენტთან პირველადი მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვთ.

სამპდორია ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვენ. არწივები კი ამ თანხის შემცირებას შეეცდებიან და შესაძლოა ტრანსფერში რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩართონ.