Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო – სარი უახლოეს საათებში გაოფიციალურდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, მაურიციო სარის და ლაციოს შეთანხმებამდე 500,000 ევრო აშორებთ და დიდი ალბათობით ტოსკანელი სპეციალისტის ლაციოში მისვლა უახლოეს 48 საათში გაოფიციალურდება.

Laziali-ს ცნობით, გუშინ ლაციოს დირექტორი იგლი ტარე მაურიციოს სახლში პირადად ეწვია და მხარეებმა ბიანკოჩელესტის პროექტი განიხილეს.

გამოცემის ინფორამციით, სარი ლაციოსთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ხელფასი 4 მილიონი ევრო იქნება.

გათიშვა