Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო სპორტინგის ფორვარდის ვარიანტს უბრუნდება

ლაციო ფორვარდის ძიებას განაგრძობს და ბოდო/გლიმტის ფორვარდის ერიკ ბოთეიმის დაკარგვის შემდეგ, რომელიც კარიერას რუსეთში გააგრძელებს, არწივები მის ალტერნატივებს განიხილავენ.

ბიანკოჩელესტის რიგებს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვედატ მურიქი დატოვებს, რომელმაც იმედები ვერ გაამართლა და ლაციო სათადარიგო ფორვარდის გარეშე რჩება, ამიტომ გუნდს ერთი შემტევის დამატება აუცილებლად მოუწევს.

Il Messaggero-ს ინფორმაციით, ლაციო სპორტინგის ფორვარდს ჯოვანე კაბრალს მიუბრუნდა, რომლის გაფორმებასაც ზაფხულში უკვე ცდილობდა. 23 წლის ფეხბურთელს როგორც ცენტრში, ასევე ფლანგებზეც შეუძლია თამაში და ის სარის 4-3-3 სქემას შესანიშნავად ერგება. წყაროს ცნობით, არწივებს ფეხბურთელის გაფორმება დაახლოებით 10 მილიონი დაუჯდებათ.