Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო სტრაკოშას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაციო 26 წლის ალბანელ კარის დარაჯს თომას სტრაკოშას კონტრაქტს 2 წლით გაუხანგრძლივებს.

სტრაკოშას მიმდინარე კონტრაქტი არწივებთან მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა Il Messaggero-ს ინფორმაციით, ბიანკოჩელესტი ფეხბურთელის მოთხოვნილი ხელფასის – 2 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდა და დიდი ალბათობით მხარეები ახალ კონტრაქტს უახლოეს კვირეებში გააფორმებენ.