Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო ტორეირას ტრანსფერზე მუშაობს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მაურიციო სარის ლაციო არსენალთან ლუკას ტორეირას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

25 წლის ფეხბურთელმა კარიერის უმეტესი ნაწილი იტალიაში გაატარა. ის ჯერ პესკარას, შემდეგ კი სამპდორიას ღირსებას იცავდა და 2018 წელს არსენალს 29 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა.

ურუგვაელი ფეხბურთელის კარიერა პრემიერ ლიგაში არ აეწყო და მას იტალიაში დაბრუნება სურს, მაურიციო სარის კი მისი ხილვა არწივების რიგებში სურს, რადგან ტორეირა სარის 4-3-3-ს შესანიშნავად ერგება

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლაციოს ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს, სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის პერსპექტივით.