Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო ტორინოს ნახევარმცველით ინტერესდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაციო ზაფხულში ტორინოს ნახევარმცველის ფანიელე ბასელის გაფორმებას შეეცდება.

29 წლის იტალიელ ნახევარმცველს, რომელსაც ტურინულ გუნდთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება, გასულ წელს ტრავმების გამო სათამაშო დრო ფაქტობრივად არ მიეცა და ფეხბურთელს ტოროს დატოვება უნდა.

წყაროს ცნობით, ლაციოს გარდა ფეხბურთელის ტრანსფერით მილანიც ინტერესდება, თუმცა ამ ეტაპზე ბიანკოჩელესტი უფრო აქტიურობს და მის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო. ტორინო 29 წლის ფეხბურთელს 5 მილიონ ევროდ აფასებს, რისი გადახდაც ლაციალეს არ გაუჭირდება.