Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო ტორინოს ფორვარდის გაფორმებას გეგმავს

ლაციო ჩირო იმობილეს დუბლიორის ძიებას განაგრძობს და ბიანკოჩელესტის სატრანსფერო სიაში ამჯერად ტორინოს შემტევი ანტონიო სანაბრია მოხვდა.

მაურიციო სარი უკვე დიდი ხანია, რაც გუნდის ხელმძღვანელობას ფორვარდის დამატებას სთხოვს და როგორც ჩანს, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეტევის გაძლიერება არწივების პრიორიტეტი იქნება.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ბიანკოჩელესტი სანაბრიას იჯარით გაფორმებას გეგმავს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა პირველ რიგში გრანატამ რომადან ელდორ შომუროდოვის ტრანსფერი უნდა განახორციელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტურინელები მის გაშვებას არ აპირებენ.