Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო ტოტენჰემის შემტევის გაფორმებას განიხილავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაციო ტოტენჰემის ფორვარდის სტივენ ბერგვეინის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს.

24 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი ლონდონურ გუნდში დროს ფაქტობრივად არ ღებულობს და აშკარაა, რომ ის ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ლაციოს ფეხბურთელის იჯარით გაფორმება სურს, შემდგომში მისი 20 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, არწივები აღნიშნულ ტრანსფერზე მუშაობას იანვარში გეგმავენ.