Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაციო ფენერბაჰჩეს ფორვარდს იმატებს

ლაციომ თურქულ ფენერბაჰჩესთან ფორვარდის,ვედატ მურიქის ტრანსფერი შეათანხმა. ფეხბურთელი ლაციალესთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს,სეზონში 2 მილიონ ევროს მიიღებს და არწივებს მისი გაფორმება 18 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

მხარეები ტრანსფერზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდნენ და კოსოვოელი ფეხბურთელი ლაციოს სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეუერთდება.

26 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში თურქული სუპერლიგის 32 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.