ლაციო – ფიორენტინა პრევიუ,შემადგენლობები და პირდაპირი

ლინკი 1 ლინკი 2

დღეს,23:45 საათზე ლაციო – ფიორენტინა გაიმართება და დედაქალაქელები შეეცდებიან,რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში დარჩნენ და იუვენტუსთან სხვაობა 4 ქულამდე შეამცირონ.აღნიშნულ შეხვედრას მაიკლ ფაბრი განსჯის.

ფიორენტინა თავის მხრივ მე-13 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 6 ქულა აშორებს,ამიტომ ორივე გუნდი ქულების მოსაპოვებლად ბოლომდე იბრძოლებენ.

ლაციომ გასულ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ საოცარი სერია შეწყვიტა.არწივებს ზედიზედ 21 ტური არ ჰქონდათ წაგებული და საწყის წუთებში არც ატალანტასთან აპირებდნენ ამ სერიის შეწყვეტას,თუმცა გასპერინის გუნდმა საოცარი თავდადება აჩვენა და ლაციოს 3 უპასუხო გოლი გაუტანა.

ფიორენტინა კი კარგი ფორმით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.იებმა ბოლო 10 შეხვედრაში 3 თამაში მოიგეს,3 წააგეს და 4 ფრედ დაასრულეს.როგორც უკვე აღვნიშნეთ,ფლორენციელებს სერია ა-ში დარჩენა ჯერ გარანტირებული არ აქვთ და ბრძოლას ბოლომდე აპირებენ.

შემადგენლობები:

Lazio (3-5-2): Strakosha; Patric, Acerbi, Bastos; Lazzari, Milinkovic-Savic, Parolo, Luis Alberto, Jony; Caicedo, Immobile.

დანაკლისი: Adekanye, Cataldi, Correa, Leiva, Luiz Felipe, Lulic, Radu.

Fiorentina (3-5-2): Dragowski; Milenkovic, Pezzella, Igor; Lirola, Duncan, Pulgar, Castrovilli, Dalbert; Ribery, Cutrone.

დანაკლისი: Caceres, Chiesa , Kouame.

Leave a Reply

Your email address will not be published.