Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო ჩელსის კიპერის გაფორმებას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაციო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩელსის კარის დარაჯის კეპა არიზაბალაგას გაფორმებას შეეცდება.

პეპე რეინა, რომელცი სულ მალე 40 წლის ხდება, არწივებთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა თუ ლაციალზე ევროპულ ტურნირებზე მოხვდება, მისი ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივდება, მაგრამ დედაქალაქელები 40 წლის კიპერის იმედად დარჩენას არ აპირებენ.

კონტრაქტი ეწურება ტომას სტრაკოშასაც, რომელიც არც თუ ისე კარგად გამოიყურება და არ არის გამორიცხული, რომ ლაციომ მას ხელშეკრულების გახანგრძლივება საერთოდ აღარ შესთავაზოს.

მაურიციო სარი კეპას ჩელსიში ყოფნის დროს კარგად იცნობს და მისი ლაციოში ხილვის წინააღმდეგი არ იქნება. ესპანელი ფეხბურთელი გუნდში მენდის მისვლის შემდეგ მეორე კიპერად მიიჩნევა და ის გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არ არის…