Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო ხუან მატას გაფორმებას ცდილობს

იტალიური მედიის ინფორამციით, ლაციო ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედის შემტევი ნახევარმცველის ხუან მატას გაფორმებას შეეცდება.

La Repubblica-ს ცნობით, იგლი ტარე ესპანელი ფეხბურთელის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა და ფეხბურთელს 2-წლიანი კონტრაქტი, სეზონში კი 4 მილიონი შესთავაზა, თუმცა მატა 5 მილიონს ითხოვს.

ხუან მატას, რომელმაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, წითელ ეშმაკებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ბიანკოჩელესტის მისი გაფორმება უფასოდ შეეძლება.

გათიშვა