Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაციო ჰაალანდის წინააღმდეგ

მიმდინარე სეზონში ლაციოს გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დაცვითი მაჩვენებლები აქვს. ბიანკოჩელესტიმ 9 თამაშში 16 გოლის გაშვება მოახერხა და ამაზე ცუდი შედეგი 1992-93 წლების სეზონის შემდეგ არ დაფიქსირებულა, დღეს კი მათი მეტოქე ერლინგ ბრაუტ ჰაალანდი იქნება.

მიუხედავად არც თუ ისე სახარბიელო მაჩვენებლისა, ლაციომ 4 თამაშში 8 ქულის მოგროვება მოახერხა და ჩემპიონთა ლიგაზე დაუმარცხებლები არიან.

დაცვის პრობლემა ყველაზე გამოკვეთილად სერია ა-ში იგრძნობა. ლაციო 14 ქულით სატურნირო ცხრილის მე-9 ადგილს იკავებს და ლიდერ მილანს უკვე 9 ქულით ჩამორჩება.

დღეს, ინძაგის შეგირდებს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და შედეგიანი ფორვარდის, ჰაალანდის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.

ჰაალანდმა ბუნდესლიგის 8 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის 4 შეხვედრაში გატანილი 6 გოლიც ემატება.