Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო 4 ტრანსფერს უახლოეს პერიოდში გააოფიციალურებს

ლაციომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ელსეიდ ჰიუსაი, ფელიპე ანდერსონი, დიმიტრიე კამენოვიჩი და ლუკა რომერო უკვე დაიმატა, თუმცა ჯერჯერობით მათ გაოფიციალურებას ფინანსური საკითხების გამო ვერ ახერხებს.

LazioNews24-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი გუნდის ფინანსურ ბალანსში არსებული ხარვეზი გახლავთ, რომლის აღმოსაფხვრელად გუნდის ხელმძღვანელობა ლაციოს კაპიტალის გაზრდას ან რომელიმე ფეხბურთელის გაყიდვით გეგმავს.

წყაროს ცნობით, ხოაკინ კორეას 35 მილიონად გაყიდვა, რომელიც სავარაუდოდ კარიერას ინგლისში გააგრძელებს, ლაციოს ფინანსებს დააბალანსებს და ბიანკოჩელესტის ახალი ტრანსფერების დარეგისტრირება უპრობლემოდ შეეძლება.