Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო Macron-თან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს

იტალიური მედიის ინფორამციით, მომდევნო სეზონიდან ლაციოს მაისურებს რომელიმე სხვა კომპანია შეკერავს.

ლაციოს კონტრაქტი Macron-თან მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და Corriere dello Sport-ის ინფორამციით, მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება აღარ გაფორმდება და 8-წლიანი თანამშრომლობა დასრულდება.

წყაროს ცნობით, ლაციოს ამ მომენტისთვის ორი ვარიანტი აქვს, Kappa და Mizuno, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუ რომელი ბრენდის მაისურებს ჩაიცვამს ბიანკოჩელესტი.