Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლეაომ პირველი ტესტი ვერ ჩააბარა…

მილანმა სეზონისთვის მოსამზადებელი პირველი ამხანაგური მატჩი უკვე გამართა და პრო სესტო 6 – 0 დაამარცხა, თუმცა სტეფანო პიოლი ყველა ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილი არ დარჩენილა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, სტეფანო პიოლი გუნდის პორტუგალიელი შემტევის რაფაელ ლეაოს თამაშით უკმაყოფილო დარჩა, რომლის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ ხმებო არ წყდება.

ახალგაზრდა პორტუგალიელმა შემტევმა გოლის გატანა კი მოახერხა, მაგრამ ის მთელი მატჩის განმავლობაში ჩაკარგული იყო და მომენტებს ხშირად ეთიშებოდა, რაც გასულ სეზონში მისი მთავარი პრობლემა იყო და ამან სტეფანო პიოლის უკმაყოფილება გამოიწვია…