Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლეაომ სერია ა-ს რეკორდი დაამყარა

რაფაელ ლეაო სერია ა-ს ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში.

ჰაკან ჩალჰანოღლუს პასის შემდეგ, ლეაომ მატჩის დაწყებიდან 6.2 წამის შემდეგ გოლის გატანა მოახერხა, რაც ახალი რეკოდრი გახლავთ. აქამდე პირველ ადგილზე პაოლო პოჯი იყო, რომელმაც პიაჩენცას რიგებში თამაშის დროს 2001 წელს ფიორენტინას გოლი მატჩის დაწყებიდან 8.1 წამში გაუტანა.