Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლეაოს ინგლისში კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

მილანი და ვულვზი უკვე რამდენიმე კვირაა რაფაელ ლეაოს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა მათ ევერტონის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ვულვზში ლეაოს აგენტის ჟორჟე მენდეშის არაერთი კლიენტი თამაშობს, ფავორიტად სწორედ მგლები მოიაზრებიან, თუმცა მათ ჯერჯერობით  მილანის მოთხოვნილი თანხის გადახდა უჭირთ და ამით სარგებლობას ევერტონი აპირებს.

წყაროს ცნობით, მილანი პორტუგალიელი ფეხბურთელის იჯარით გაშვებას არც კი განიხილავს და პორტუგალიელ ფეხბურთელს მხოლოდ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.