Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლეაოს მსურველები მოუმრალვდნენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანს რაფაელ ლეაოს ტრანსფერზე მარსელმა, ვულვზმა და ევერტონმა მიმართეს და როსონერი მზად არის პორტუგალიელი შემტევი 25-30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისოს.

22 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში მილანის მაისურით 40 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა და სტაბილურთ თამაშის ჩვენება ვერც ამჯერად შეძლო.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მომდევნო კვირას მილანსა და ლეაოს აგნეტს ჟორჟე მენდეშს შორის შეხვედრა უკვე ჩაინიშნა და მხარეები ფეხბურთელის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე ყველაზე დიდ ინტერესს მარსელი იჩენს, თუმცა ფრანგებს მისი იჯარით აყვანა სურთ, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, ვულვზუ და ევერტონი კი ფულის პირდაპირ ინვესტიციას გეგმავენ.