Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლეაოს მსურველთა რიცხვი იზრდება

რაფაელ ლეაოს მილანიდან წასვლის შესახებ ხმები აქტუალურობას არ კარგავს და არც თუ ისე წარმატებული სეზონის მიუხედავად, მას მსურველები ნამდვილად არ აკლია.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, დორტმუნდის, მარსელის და ვულვზის შემდეგ, პორტუგალიელი შემტევის ტრანსფერზე ინტერესი ტოტენჰემმაც დააფიქსირა.

წყაროს ინფორმაციით, როსონერი 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ჯერჯერობით მის სანაცვლოდ ოფიციალური წინადადება არც ერთი დაინტერესებული გუნდისგან არ მიუღია.