Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლეაოს მცირე დაზიანება აქვს

ტორინოსთან მატჩისას, რომელიც მილანის გამარჯვებით 2 – 0 დასრულდა, მოედნის დატოვება ტრავმების გამო ბრაჰიმ დიასს და სანდრო ტონალის მოუწიათ. საბედნიეროდ მათი დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა, თუმცა სავარაუდოდ Coppa Italia-ს მატჩში ტორინოს წინააღმდეგ სტეფანო პიოლი ორივე მათგანს დასვენების საშუალებას მისცემს.

Sky-ს ინფორმაციით, ტორინოსთან მატჩში გუნდს შესაძლოა კიდევ ერთი ფეხბურთელი – რაფაელ ლეაო გამოაკლდეს, რომელსაც ფეხის ცერა თითზე დაზიანება აქვს.