Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლეაოს პიოლის დასარწმუნებლად 5 მატჩი აქვს…

რაფაელ ლეაოს მომავალთან დაკავშირებით იტალიურ მედიაში საუბარი არ წყდება და Tuttosport-ის ინფორამციით, პორტუგალიელ ფეხბურთელს გუნდის და სტეფანო პიოლის დასაწრმუნებლად, რომ ის მილანისთვის გამოსადეგი ფეხბურთელია, 5 მატჩი აქვს.

როსონერი სეზონის წინ მოსამზადებელ პერიოდში 5 ამხანაგურ მატჩს გამართავს: პრო სესტოს, ნიცას, იუვენტუსის, ვალენსიას და მადრიდის რეალის წინააღმდეგ, რომლებშიც ლეაო სასტარტო შემადგენლობაში იქნება და მას თავის საუკეთესოდ წარმოჩენა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში როსონერი ფეხბურთელს 25-30 მილიონად გაასხვისებს.