Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლეაო არჩევანს ინგლისურ და გერმანულ გუნდებს შორის გააკეთებს

უკვე საიდუმლო არავისთვის აღარ არის, რომ მილანს რაფაელ ლეაოს გაყიდვა და მის სანაცვლოდ მიღებული თახნით პრობლემური პოზიციების გაძლიერება სურს, ახალგაზრდა პორტუგალიელ ფეხბურთელს კი მსურველები ნამდვილად არ აკლია.

რაფაელ ლეაოს სახელი ბოლო კვირეებში არაერთ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ევერტონი, ვულვზი და დორტმუნდი აქტიურობენ.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ლეაოს ინგლისური ვარიანტები არ ხიბლავს, რადგან მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, ამიტომ დორტმუნდი ჯერჯერობით ყველაზე მომგებიან პოზიციაზე  იმყოფება.

წყაროს ცნობით, გერმანელებს ჯერჯერობით მილანისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ, თუმცა ცნობილია, რომ როსონერი 22 წლის პორტუგალიელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს.