Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლეაო:“ ასეთი მატჩები ჩვენ განვითარებაში გვეხმარება“

რაფაელ ლეაომ, რომელმაც ატლეტიკოს კარში შესანიშნავი გოლის გატანა მოახერხა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩემი გოლი ? სასიამოვნო იყო, მაგრამ რა თქმა უნდა გამარჯვება გაცილებით მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ კესის გაძევებამდე ძალიან კარგად ვთამაშობდი და ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ამ მატჩის მოგებას ვგეგმავდით.

„ასეა თუ ისე, მილანმა ღირსეული თამაში აჩვენა და სწორედ ასეთი მატჩები გუნდს განვითარებაში ეხმარება.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგა შიდა ჩემპიონატისგან განსხვავდება და აქ თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროა, რომ პირველი ქულები დღეს ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ ჯერ დასრულებული არაფერია.“