Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლეაო ინგლისში, ჟორჟე მილანში…

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი სანტოსიდან კაიო ჟორჟეს ტრანსფერის დახურვას უახლოეს დღეებში შეეცდება, რაც რაფაელ ლეაოს გუნდიდან წასვლას ფაქტობრივად გარდაუვალს გახდის.

Repubblica-ს ცნობით, მილანს და სანტოსს 19 წლის ფორვარდის თაობაზე საბოლოო შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ, მაგრამ ფეხბურთელის სურვილი, რომ კარიერა მილანში გააგრძელოს, სანტოსს სახვა გზად არ უტოვებს, რომ როსონერისთან საერთო ენა გამონახოს, რადგან ახალგაზრდა ტალანტს ბრაზილიურ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება.

წყაროს ცნობით, ჟორჟეს ტრანსფერის შემდეგ ლეაო დიდი ალბათობით კარიერას ინგლისში გააგრძელებს. მისი ტრანსფერით ვულვზი ინტერესდება და როგორც ჩანს, ბრიტანელები მზად არიან პორტუგალიელის სანაცვლოდ მილანის მოთხოვნილი 25 მილიონი გადაიხადონ.