Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლეაო მილანის ლეგენდების კვალდაკვალ

მილანი დღეს სან სიროზე ვენეციას დაუპირისპირდება და როსონერის შემტევს რაფაელ ლეაოს კლუბის ლეგენდების რეკორდის განმეორების საშუალება ექნება.

რაფაელ ლეაომ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში სახლში გამართულ ორივე მატჩში გაიტანა და თუ იგივეს დღევანდელ შეხვედრაშიც მოახერხებს, ის ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელების სახელებს შეუერთდება, როგორიც ჯორჯ ვეა, რობერტო ბაჯო, ოლივერ ბირჰოფი, ანდრეი შევჩენკო და პიპო ინძაგი გახლავთ.