Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლეაო:“ მილანმა იცის, თუ რა უნდა გააკეთოს“

როსონერის ფორვარდმა რაფაელ ლეაომ მილანი – იუვენტუსის წინ კომენტარი გააკეთა.

გუნდების ოფიციალური შემადგენლობები და პირდაპირი ტრანსლაციის ლინკების სანახავად დააკლიკეთ აქ.

„ჩვენ საშინაო კედლებში ვთამაშობთ და თამაშის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ ვიცით, თუ რა უნდა გავაკეთოთ, მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ და მზად ვართ, მოედანზე მაქსიმალურად კარგი თამაში ვაჩვენოთ.

„ყველა შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეულ მათგანს ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ფინალს. ჩვენ სერია ა-ს მოწინავე პოზიციაზე ყოფნა გვსურს და ამისთვის ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.“