Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლეაო:“ მილანმა ჩემპიონთა ლიგის საგზური დაიმსახურა“

რაფაელ ლეაომ საყვარელ პოზიციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მილანმა ჩემპიონთა ლიგის საგზური დაიმსახურა.

იბრას დისკვალიფიკაციის ფონზე, ლეაომ შესაძლოა ცენტრალური თავდამსხმელის ამპლუა შეითავსოს.

„არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა პოზიციაზე მომიწევს თამაში, ცენტრ-ფორვარდის თუ ვინგერის პოზიციაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გუნდს დავეხმარო, გავიტანო გოლები, გავაკეთო ასისტები და უბრალოდ ჩემი მაქსიმუმი გამოვავლინო.

„იბრაჰიმოვიჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში, მაგრამ გუნდში სხვა ფეხბურთელებიც გვყავს, რომლებსაც სხვაობის შექმნა შეუძლიათ.

„ჩვენ უკვე სეზონის გადამწყვეტ პერიოდში ვიმყოფებით და ჯენოასთან შეხვედრა, როგორც სხვა დანარჩენი მატჩები, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის საგზური დავიმსახურეთ და ამისთვის ბოლო ტურამდე უნდა ვიბრძოლოთ.“