Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლეაო:“ მომზადებული კომბინაცია…“

REGGIO NELL'EMILIA, ITALY - DECEMBER 20: Rafael Leao of AC Milan celebrates after scoring their team's first goal during the Serie A match between US Sassuolo and AC Milan at Mapei Stadium - Città del Tricolore on December 20, 2020 in Reggio nell'Emilia, Italy. Sporting stadiums around Italy remain under strict restrictions due to the Coronavirus Pandemic as Government social distancing laws prohibit fans inside venues resulting in games being played behind closed doors. (Photo by Alessandro Sabattini/Getty Images)

რაფაელ ლეაომ სასუოლოს წინააღმდეგ სერია ა-ს და ევროპის ტოპ 5 ლიგის რეკორდი მოხსნა და ყველაზე სწრაფი გოლის გატანა მოახერხა.

მან ჰაკან ჩალჰანოღლუს პასის შემდეგ ნეროვერდის კარი მატჩის დაწყებიდან 6.2 წამის შემდეგ დალაშქრა, საბოლოოდ კი როსონერიმ სასუოლო 1 – 2 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ლეაომ გააკეთა:

„ჩვენ ვართ მილანი, ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან წინა შეხვედრებში ქულები დავკარგეთ და დღეს გამარჯვება გვჭირდებოდა.

„ჩემი გოლი ? ამ კომბინაციას ჩვენ ვარჯიშებზე ვამუშავებდით და საბედნიეროდ, ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო.“