Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლეაო რეალს შესთავაზეს…

რაფაელ ლეაოს აგენტი ჟორჟე მენდეში ფეხბურთელისთვის ახალი გუნდის ძიებაშია და ახალგაზრდა პორტუგალიელი ფეხბურთელი მადრიდის რეალს შესთავაზა.

ბოლო დღეებში იტალიურ მედიაში არ წყდება ინფორმაცია, რომ როსონერი 22 წლის შემტევის გაყიდვას ცდილობს, მიღებული თანხით კი ჩემპიონთა ლიგის წინ შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.

ლეაოს ტალანტი არანაირ ეჭვს არ იწვევს, თუმცა გასულ სეზონში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ის ჯერ უმაღლეს დონეზე თამაშისთვის მზად არ არის და სტაბილურობა აკლია, როსონერის კი ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო შემადგენლობა დასჭირდება.

ესპანური გამოცემა
Defensa Central-ის ცნობით, მადრიდის რეალი შეტევის გაძლიერებას ჰაალანდი-მბაპედან ერთ-ერთით აპირებს და ჯერჯერობით ლეაოს ტრანსფერით არ ინტერესდება.