Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლეაო ტრავმირებულია

მილანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ რაფაელ ლეაომ ნაკრებში ტრავმა მიიღო და მინიმუმ 2 კვირა გაუცდება.

ახალგაზრდა ფეხბურთელი 21-წლამდელთა პორტუგალიის ნაკრებში თამაშობდა და ნიდერლანდელთა წინააღმდეგ მარჯვენა ფეხის ბარძაყზე კუნთი დაიზიანა.

21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მილანის მაისურით ჩატარებულ 10 მატჩში 3 გოლსი გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.