Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლეაო:“ ფლანგებზე თამაში მირჩევნია, თუმცა…“

მილანმა სპეცია ლეაოს დუბლით და ერნანდესის გოლის წყალობით 3 – 0 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ რაფაელმა კომენტარი გააკეთა.

„მე ყოველთვის ვცდილობ, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო იმ პოზიციიდან, სადაც მწვრთნელი დამაყენებს, იქნება ეს ფლანგი თუ ცენტრალური ზონა.

„მე ფლანგზე თამაში უფრო მომწონს, რადგან იქ საშუალება გაქვს მცველს ერთი-ერთზე ეთამაშო, თუმცა ვგრძნობ, რომ მწვრთნელი მენდიბადა მზად ვარ, ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშო.

„გუნდის წარმატებით და დუბლით ბედნიერი ვარ. პანდემიის შემდეგ გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია და გვსურს, რომ ასე გავაგრძელოთ.

„წინ დერბი გველოდება და რა თქმა უნდა, ინტერი სულ სხვა ტიპის მეტოქეა, თუმცა ჩვენ მილანი ვართ და შევეცდებით, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ.“