Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლეაო:“ ჩემი საუკეთესო გოლი კარიერაში“

რაფაელ ლეაომ, რომელმაც ბენევენტოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანა და გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა, კომენტარი გააკეთა.

„ეს ჩემს კარიერაში ყველაზე ლამაზი გოლი იყო, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გუნდმა მოიგო და 3 ქულა მოიპოვა.

„ჩვენი მთავარი იარაღი ძლიერი მენტალიტეტია. თუ მოედანზე არ არის იბრა, იქ იქნება რებიჩი, თუ არ არის რებიჩი, იქნება ჰაუგე, თუმცა გუნდის მენტალობა უცვლელი რჩება.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ინტერმა 6 – 2 იმარჯვა, თუმცა ჩვენ მთელი კონცენტრაცია ჩვნეს მატჩზე გვქონდა. წინ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება, რომლის მოგებასაც ვაპირებთ, რადგან ჩვენ სკუდეტოს მოპოვება გვინდა.

„მინდა მწვრთნელს მადლობა გადავუხადო, რადგან მას ჩემი ყოველთვის სჯერა როგორც ვარჯიშებზე, ასევე უშუალოდ მატჩებში და მისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ.“