Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლეაო 2 უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოტოვებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, რაფაელ ლეაო მილანს უახლოეს კვირეებში ჩანიშნულ უმნიშვნელოვანეს მატჩებში ვერ დაეხმარება.

MilanNews-ის ინფორმაციით, რომელიც ჯერ დადასტურებული არ არის, ლეაოს ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს, რომელიც იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავიდან ვარაუდობდნენ.

წყაროს ცნობით, ლეაო როსონერის ლივერპულთან ვერ დაეხმარება და დიდი ალბათობით ის ვერც ნაპოლის წინააღმდეგ ითამაშებს, რომელიც 19 დეკემბერს არის ჩანიშნული.