Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლეაუ:“ დანაკლისის მიუხედავად, მილანი ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის“

რაფაელ ლეაუმ რომასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„დანაკლისი ჩვენს რიგებში ? მართალია ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლდა, მაგრამ საბედნიეროდ გუნდს უამრავი დიდებული ფეხბურთელი ჰყავს, ამიტომ ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ მოედანზე გამარჯვებისთვის ვიბრძოლებდით.

„გოლი ? გოლი ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ პირველ ადგილზე ყოველთვის გუნდის გამარჯვება და მოპოვებული ქულებია. დღეს ყველამ კარგად ითამაშა და სრულიად დამსახურებული 3 ქულა მოვიპოვეთ.“